არჩევნები 2016

ბოკერია: ხელისუფლებას აქვს შიში, რომ არჩევნებს აგებს

ამ სიბრიყვეების და ბოდვის ლიდერი ჭიკაიძე იყო, გახსოვთ, ალბათ, საბურავების ამბავი, ამის მერე 9-ჯერ დაიწყეს გამოძიება, ახლა ეს მარიონეტი კვირიკაშვილი მეორე მარიონეტ მღებრიშვილთან ერთად ჩაერთო. ეს ხალხი იმ საქმის კეთების ნაცვლად, რისთვისაც ესენი აირჩიეს, მთელი ეს ოთხი წელიწადი და ახლაც არიან დაკავებული ამ ბოდვით, ახლა არიან შიშში, რომ არჩევნებს აგებენ და აქვთ ილუზია, რომ ეს მეთოდები შეუწყობს ხელს ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნებას. ეს არის ილუზია, ვერ უშველით ვერც ეს, ვერც ვერაფერი, 8 ოქტომბერს ეს მთავრობა წავა, იმიტომ რომ ოთხი წლის განმავლობაში, ამ ხალხმა არ აკეთა საქმე და ამის ნაცვლად, იყო კონცენტრირებული ასეთ მავნებლობაზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია პროვოკაციების დაგეგმვაში ენმ-ის დადანაშაულებაზე.

კომენტარები