არჩევნები 2016

კობახიძე ჩუგოშვილზე: ჩვენი გუშინდელი განცხადებები პრევენციას ემსახურება

ჩვენი მიზანია პრევენცია, ჩვენი ამოცანაა ყველანაირი გართულების თავიდან აცილება, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამ არჩევნებზე, როგორც მმართველი პარტია, აქედან გამომდინარე, ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად, კორექტულად. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გუშინდელი ჩვენი განცხადებები პრევენციას ემსახურება. ჩვენი თვითმიზანი არ არის რაიმე სახის პროვოკაციაზე წინასწარ ვისაუბროთ და მერე ეს მოხდეს. პირიქით, ჩვენი ამოცანაა პრევენცია, რომ ჩვენს ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდში არანაირ პროვოკაციას არ ჰქონდეს ადგილი.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე თამარ ჩუგოშვილის განცხადებებზე, რომ ენმ საარჩევნოდ პროვოკაციებს გეგმავს.

კომენტარები