არჩევნები 2016

ბურჯანაძის პარტიას გენერალური მდივანი ზაზა ვეკუა ტოვებს

ზაზა ვეკუა
დემოკრატიული მოძრაობა

ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობას პარტიის გენერალური მდივანი ზაზა ვეკუა ტოვებს. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარესთან გადაწყვეტილებებთან მიმართებით აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა.

"არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან მიმართებით ჩემსა და თავმჯდომარეს შორის. ეს მიმაჩნდა მეტად მნიშვნელოვნად არა ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეტოვებინა პარტია. ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ ვერც ჩემი კუთხით, ვერც დემოკრატიული მოძრაობისთვის", - თქვა თბილისის საკრებულოს ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარემ ზაზა ვეკუამ რუსთავი 2-თან საუბარში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაზა ვეკუას გადაწყვეტილება ე.წ. უბლოკო სტატუსს უკავშირდება.

ასევე, არსებული ცნობებით, შესაძლოა, პარტია დატოვოს თამარ ცინცაბაძემაც.

კომენტარები