ტრანსპორტი

სექტემბრიდან თბილისი-აშხაბადის რეგულარული ავიარეისები დაინიშნება

uniglobeshreeaakashtravel.com

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 23 აგვისტოს "ტავ ჯორჯიასა“ და Turkmenistan Airlines წარმომადგენლებს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიამართა. მოლაპარაკებების შედეგად, სექტემბრიდან Turkmenistan Airlines აშხაბადი-თბილისი-აშხაბადის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს. რეისები კვირაში ორჯერ, ბოინგ 737-800 ტიპის ავიახომალდით განხორციელდება. 

Turkmenistan Airlines 1992 წელს დაფუძნდა და დღეისათვის რეგულარულ რეისებს 11 ქვეყნის 15 სხვადასხვა ქალაქში ახორციელებს. ავიაკომპანიის მფლობელობაში 30-მდე სხვადასხვა ტიპის ავიახომალდი შედის.


ფოტო: Turkmenistan Airlines

 

პირდაპირი რეგულარული რეისების დანიშვნას საქართველო-თურქმენეთის ტურისტული და ბიზნესურთიერთობების დაახლოება შეიძლება მოჰყვეს.

კომენტარები