თავდაცვის სამინისტრო

იზორია ზღვაში დაკარგულ სამხედროებზე: ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საზღვაო-საწვრთნელი ვარჯიშისას შავ ზღვაში დაკარგულ ჯარისკაცებზე აცხადებს, რომ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. იზორია დეტალებზე არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ გამოძიება დაადგენს - ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარზე.

"სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება, თურქულმა მხარემ ითხოვა მინიმუმ სამი დღე ამ ოპერაციებისთვის, შესაძლოა, ეს კიდევ გაგრძელდეს დაახლოებით ერთი კვირა. ამ ეტაპზე უკვე შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული გარემოებები იკვეთება, სადაც ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები, თუმცა, ბუნებრივია, ამ დეტალებზე საუბრისგან მე თავს შევიკავებ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ არა ერთი კონკრეტული პიროვნების ბრალეულობა იყოს, არამედ უფრო ფართო წრის. ასე რომ, ყველაფერია დასაშვები, გარემოებები გვაძლევს ამის საფუძველს", - ამბობს თავდაცვის მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს, საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, კაპრალმა იაგო შარაძემ და I კლასის რიგითმა გიორგი ნანეტაშვილმა ზღვის ზედაპირზე ამოსვლა ვერ შეძლეს და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია. სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ. ისინი შავ ზღვაზე გეგმურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ.

კომენტარები