არჩევნები 2016

ენმ-ის მაჟორიტარი კანდიდატი: ჩვენს აქტივისტს "ოცნების" მხარდამჭერებმა სცემეს

არსენა კასაშვილი
მამუკა ჩიქოვანი

ქალაქ რუსთავში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მამუკა ჩიქოვანის ინფორმაციით, დღეს საღამოს პარტიის აქტივისტ არსენა კასაშვილს ქართული ოცნების მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაემუქრნენ, რომ თუ ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერას არ შეწყვეტს, კვლავ სცემენ. ამის შესახებ ჩიქოვანი ფეისბუქზე წერს.

"ამ წუთში ვიმყოფები რუსთავის პოლიციის მე-2 განყოფილებაში, ჩვენი მაგარი აქტივისტი არსენა კასაშვილი ბრუნდებოდა სახლში, მას დახვდნენ ქართული ოცნების კრიმინალები და ფიზიკურად გაუსწორდნენ თავიანთვის ჩვეულ სტილში, ანუ მარტო დაიჭირეს და. მიზეზი ისევ და ისევ ის გახდა, რომ არის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და დაემუქრნენ თან, თუ ნაციონალების მხარდაჭერას არ დაანებებს თავს, მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება კვლავ განმეორდება. ყველაზე ნიშანდობლივი ის არის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი გიორგი ბეგაძის (ოცნების რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატის) ძმისშვილია (შეიძლება, მცირედით მეშლება და დისშვილი იყოს). ესენი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, ამათი დრო იწურება. ჩვეულებრივი ვირთხები, რომლებიც მარცხის წინ იკაწრებიან. არაფერი თქვენ არ გიშველით, 46 დღე დარჩათ! გიორგი ბეგაძე ! კავსაძე გიორგი, ჩვეულებრივი კრიმინალები ხართ!", - წერს ჩიქოვანი.

პოლიციაში მყოფი არსენა კასაშვილის ფოტოს მამუკა ჩიქოვანი აქვეყნებს.

კომენტარები