არჩევნები 2016

ბოკუჩავა: ვინც ცდილობს ბურჭულაძეს მიეტმასნოს, ივანიშვილისგან კონტროლდება

ივანიშვილის რეჟიმი ახორციელებს ზეწოლას ოპოზიციურ პარტიებზე, მათ შორის პაატა ბურჭულაძეზე. ასევე, ფაქტია, რომ იმ პირებს შორის, რომლებიც ცდილობენ მიეტმასნონ ბურჭულაძეს, არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ კონტროლდებიან ბიძინა ივანიშვილის მიერ, თუმცა, რა მეთოდებიც არ უნდა გამოიყენოს ივანიშვილმა და რა ტიპის გადაჯგუფებებიც არ უნდა სცადოს წინასაარჩევნოდ, მისი რეჟიმი დამარცხდება 8 ოქტომბრის არჩევნებში. გაცხადებული ანტიდასავლური კურსი, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც უკვე გაერთიანებულები არიან წინასაარჩევნო კოალიციაში, ვგულისხმობ ვაშაძეს, ჯაფარიძეს და ახალ მემარჯვენეებს, არცერთს არ აქვს. თუმცა, მათ შორის არიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც პირდაპირ კონტროლდებიან ბიძინა ივანიშვილის მიერ. შესაბამისად, პაატა ბურჭულაძის გაერთიანება ამ ბლოკში, ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზნების გახორციელებას მოემსახურება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა ბაატა ბურჭულაძის პარტიისა და "ახალი საქართველოს" შესაძლო გაერთიანებაზე.

კომენტარები