არჩევნები 2016

ჟორჟოლიანი ივანიშვილზე: ერთ კაცზე არ უნდა ჩამოვეკიდოთ ქვეყანა

არჩევნებზე გაიმარჯვებს ქართული ოცნება. ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს საქართველოს, მათ შორის ქართულ ოცნებას, რომელმაც შეასრულა ისტორიული მისია საქართველოსთვის, უზრუნველყო რა სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმის დასრულება. ბიძინა ივანიშვილი მინიმალურად ერევა გადაწყვეტილებების მიღებაში, მაგრამ აქტიური მხარდამჭერია ქართული ოცნების და იმ ხედვის, რომელზეც ვილაპარაკე. მისი, როგორც კერძო პირის საქმიანობაც ამაზე მიუთითებს. ის ბევრ საჯარო პროექტს ახორციელებს, საჯარო მნიშვნელობის პროექტს ახორციელებს. მე მოგახსენეთ ჩემი შეხედულება ქართული ოცნებაზეც, როგორ ხედავენ ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლს. მგონი ის ასეთია და ვფიქრობ, რომ სანამ ის ქვეყანას დასჭირდება, ეს როლი ასეთი დარჩება. ერთ კაცზე არ უნდა ჩამოვეკიდოთ ქვეყანა. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ ბატონი ბიძინას გადაწყვეტილება, უშუალო მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში არ მიიღოს, არის ძალიან სწორი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი დავით უსუფაშვილის განცხადებაზე.

კომენტარები