თავდავა

იზორია წითელაშვილზე: პირველადი მონაცემებით, რეჟიმის დარღვევაა და არა დანაშაული

პროკურატურისგან იყო წერილობითი მოთხოვნა ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა ინფორმაცია დეტალურად გადავუგზავნეთ. პროკურატურამ დაიწყო შესწავლა და თუ დანაშაულის ნიშნებს დაადგენს აღნიშნულ ფაქტში, მაშინ დაიწყებს გამოძიებას. ეს პროცესი მიმდინარეობს, დაველოდოთ ამ პროცესს და მივიღებთ ობიექტურ ინფორმაციას. პირველადი მონაცემებით და იმ მონაცემებით, რაც გენშტაბის ხელმძღვანელის მიერ გაჟღერდა, იკვეთება გარკვეული რეჟიმის დარღვევა, ვიდრე დანაშაული. მაგრამ, წინასწარ, ეს მხოლოდ ინფორმაციის დონეზეა. ამ ინფორმაციას გადამოწმება და დაზუსტება სჭირდება.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალ გიგი კალანდაძის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები ე.წ. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა ტრისტან წითელაშვილმა რუსულ სპეცსამსახურებს გადასცა. კალანდაძის მტკიცებით, წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა.

კომენტარები