ივლისში, შემოწირულებებით ქართული ოცნება, ბურჭულაძის და ვაშაძის პარტიები ლიდერობენ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ივლისის თვეში ყველაზე მეტი შემოწირულობა ქართულმა ოცნებამ (2 124 570 ლარი) და პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ - "სახელმწიფო ხალხს" (621 527 ლარი) მიიღეს. მესამე ადგილზეა გიორგი ვაშაძის პარტია "ახალი საქართველო" (208 400 ლარი).

პოლიტიკური შემოწირულობების მხრივ, პირველ ხუთეულში არიან თავისუფალი დემოკრატები (195 800 ლარი) და საქართველოს პატრიოტთა ალიანსი (184 811 ლარი).

აუდიტის სამსახურის ინფორმაციითვე, ივლისის თვეში ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩი" 103 994 ლარის ოდენობის პოლიტიკური შემოწურლობა მიიღო, ხოლო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 9 590 ლარი.

კომენტარები