ტაიფუნი ჰონგ კონგში

ჰონგ კონგს ტაიფუნმა ნიდამ გადაუარა

Reuters

ჰონგ კონგს ტაიფუნმა ნიდამ გადაუარა. ქალაქის უმეტეს ნაწილში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ჰონგ კონგში ძლიერი ქარი და წვიმაა. კომპანიები დაკეტილია და შეფერხებულია სატრანსპორტო მიმოსვლაც. მთავრობამ მოსახლეობას ურჩია, რომ საკვები და პირველადი საჭიროების საგნები მოიმარაგონ.

ნიდა, რომელმაც მანამდე ფილიპინებს გადაუარა, ჩინეთში 1983 წლის შემდეგ მომხდარი ყველაზე ძლიერი ტაიფუნია.

კომენტარები