კაზინოები

უსუფაშვილი: მხარს დავუჭერდი ქალაქებიდან კაზინოების გატანას

კაზინოების რეკლამის შეზღუდვა პარლამენტის მიერ დაწესებულია, შეიძლება, მეტიც დაწესდეს. მე პირადად დავუჭერდი მხარს იმას, რომ დიახ, ქალაქებიდან იყოს გატანილი კაზინოები, ანუ იყოს მეტი ბარიერი იმისთვის, რომ შემთხვევით ცუდ ხასიათზე ან ნაბახუსევზე მყოფმა ადამიანმა უცებ არ შეიაროს ამ კაზინოში. ჩვენ არ უნდა ვუბიძგოთ ზრდასრულ მოქალაქეებს ამისკენ. მეორეს მხრივ, კაზინოების აკრძალვით პრობლემა ვერ მოგვარდება.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი Palitra News-ის ეთერში.

კომენტარები