2003 წლის არჩევნები

ნარჩემაშვილი: 2003 წლის არჩევნები ტოტალურად არ გაყალბებულა

2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში ხელისუფლებამ მიიღო 22%. თუ მმართველმა პარტიამ ტოტალურად გააყალბა არჩევნები, რატომ არ მიიღო 42% ან 64%?! ამ არჩევნებში ოპოზიციურ ძალებს ჯამში ჰქონდათ უფრო მეტი ხმა, ვიდრე ხელისუფლებას. პრაქტიკულად, თანაბრად იყო გადანაწილებული. იმ არჩევნებში ხელისუფლებას არ გაუმარჯვია. მანიპულირებადი თემა იყო, თითქოს ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები. შეიძლება, იყო დარღვევები ცალკეულ უბნებზე თუ ოლქებში, შეიძლება, იყო წამატების, გაორების შემთხვევები, მაგრამ ტოტალურ გაყალბებას არჩევნებთან არ ჰქონია ადგილი.

ამბობს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ქართული ოცნების ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი ტაბულას კითხვაზე - იყო თუ არა შევარდნაძის ხელისუფლება შესაცვლელი არჩევნების გაყალბების, ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის და ა.შ. ფონზე. აღსანიშნავია, რომ ეუთოს საერთაშორისო მისიამ 2003 წლის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და დარღვევებზე ისაუბრა. "ამ არჩევნებმა, სამწუხაროდ, ვერ შეძლო ნდობის გაღრმავება როგორც საარჩევნო, ისე დემოკრატიული პროცესებისადმი", - ამბობდა ეუთოს მისიის ხელმძღვანელი ბრიუს ჯორჯი.

კომენტარები