არჩევნები 2016

კობახიძე: უახლოეს დღეებში დავიწყებთ მაჟორიტარების წარდგენას

ტაბულა

ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო რამდენიმე დღეში საარჩევნო სიებს გაასაჯაროებს. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„უახლოეს დღეებში დავიწყებთ პირველ რიგში მაჟორიტარების წარდგენას, არ გამოვრიცხავ, რომ ასევე მალევე მოხდეს პარტიის სიის ძირითადი ნაწილის წარდგენაც. ეს პროცესი ძალიან აქტიურად დაიწყება. ამ დღეებში გახდება ცნობილი ბევრი სიახლის შესახებ"- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები