ე.წ. კაბელების საქმე

ალასანია: ჩვენი ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ დამოუკიდებელი სასამართლო

ტაბულა

ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, თავისუფალმა დემოკრატებმა სააპელაციო სასამართლოს ეზოში აქცია - უსამართლო სასამართლო - გამართეს. ისინი სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებენ, საქმის განხილვის დროს არ შეასრულონ ხელისუფლების დაკვეთა. მათი თქმით, "მურუსიძის სასამართლოს პირობებში", რაიმე დადებითი გადაწყვეტილების იმედი არ აქვთ.

"თუ ჩვენი ხელით, ჩვენი ბრძოლით არ მოვიპოვეთ სამართლიანობა, დამოუკიდებელი სასამართლო, თავისით, მურუსიძის ხელით, რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმი სასამართლოს არ გაათავისუფლებს. ეს ძალიან კარგად ჩანს ყველა ინსტანციის სასამართლოში. ის ცვლილებები, რაც განახორციელეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით, მეტყველებს იმას, რომ ასევე უნდათ გავლენის მოხდენა მასზე. ზუსტად, პირველივე შემთხვევაში, მოსამართლე ტურავამ ცვლილებები გამოიყენა და გაჭიმა დრო გადაწყვეტილების მისაღებად, რაც ეხებოდა კაბელების საქმეს და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საქმეებს. ერთადერთი გზა, რაც გვაქვს, არის სამოქალაქო ბრძოლა და ერთობლივი პროტესტი, მაგრამ ასევე, ასეულ ათასობით მოქალაქის ხელმოწერას შევაგროვებთ პეტიციისთვის, რომ გათავისუფლდეს ტყვეობიდან ხუთი უდანაშაულო ადამიანი", - ამბობს პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია.

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

კომენტარები