ივანიშვილი: რეგიონებში მოსახლეობას სექტემბრიდან შევხვდები

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს რეგიონებში 1 სექტემბრიდან დაიწყებს. ამის შესახებ მან შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალზე ისაუბრა.

"რეგიონები დაზუსტებული არ მაქვს, მაგრამ ყველაზე ადრე 1 სექტემბრიდან იქნება. არც ვიცი, რომელი რეგიონით დავიწყებ. პირობითად ვფიქრობთ, რომ კვირაში 2 შეხვედრა გავაკეთო - ორშაბათს და ხუთშაბათს, რომ მოვასწრო ათივე რეგიონში და თბილისშიც სატელევიზიო გამოსვლა თუ შეხვედრა აქტივთან", - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები