თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო შტაბს გია ცაგარეიშვილი უხელმძღვანელებს

რადიო თავისუფლება

თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო შტაბს გია ცაგარეიშვილი უხელმძღვანელებს. დეპუტატი აღნიშნულ თანამდებობაზე პარტიის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ წარადგინა.

ალასანია თვლის, რომ ცაგარეიშვილის გამოცდილება პარტიას გამარჯვებაში დაეხმარება.

თავისუფალი დემოკრატები დღესვე შეიტანენ განაცხადს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკურ სუბიექტად დარეგისტრირების თაობაზე.

კომენტარები