რესპუბლიკელები მთავრობაში

გაბაშვილი: ივანიშვილის კარზე ვინ დაწინაურდება ან დაისჯება, მნიშვნელობა არ აქვს

არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში პერსონალიებს, იმიტომ რომ ეს არის ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა, ბიძინა ივანიშვილის და როგორც მართავს, უფრო სწორად ვერ მართავს ის ქვეყანას. იქ შიდა კარის თამაშები როგორ გადანაწილდება და ივანიშვილის კარზე ვინ დაწინაურდება და ვინ დაისჯება, ქვეყნისთვის ამას არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ოქტომბერში ამას ყველაფერს ერთიანად, ივანიშვილის თამადობით, უნდა დაესვას წერტილი. 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი პრემიერმინისტრის განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვით გიორგი კვირიკაშვილს უკვე შერჩეული ჰყავს რესპუბლიკელი მინისტრების შემცვლელები.

კომენტარები