რაც შეეხება განათლების სფეროს, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ჩვენი განათლების სისტემა, განსაკუთრებით მე საუბარი მაქვს უმაღლესი განათლების სისტემაზე, პირდაპირ აწარმოებს უმუშევარ ადამიანებს. მე შემიძლია, მოგიყვანოთ ჩემი შვილების მაგალითი, რომლებსაც ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ შევძელი, რომ არ აერჩიათ ბიზნესის სპეციალობა, მე საერთოდ არ მესმის, ადამიანმა ოთხი წელი, ბაკალავრის დონეზე რატომ უნდა ისწავლოს ბიზნესი. 18 წლის ახალგაზრდამ ოთხი წელი რატომ უნდა ისწავლოს ბიზნესი.
tbl.ge/11ju
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიასთან მიმდინარე შეხვედრაზე.
ამავე თემაზე
- განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის, სწავლების შეტანას გეგმავს
- "ზოგადი განათლების ახალი ხედვა" – წულაძემ სასკოლო განათლებაში ცვლილებები წარადგინა
- სამთავრობო კომისია შეიმუშავებს კონცეფციას, რომელსაც უმაღლესი განათლების რეფორმა დაეფუძნება
- კობახიძე: სკოლა პატრიოტულ სულისკვეთებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, პროექტი მომზადებულია
- კობახიძე: წელსვე უნდა უზრუნველვყოთ 2-3 ათასი კურსდამთავრებულისთვის 4 თვიანი სტაჟირების გავლა




