დიდი და წმიდა კრება 2016

კონსტანტინოპოლი: ქართველებმა ეკუმენური საბჭო ეთნოფილეტიზმის შედეგად დატოვეს

[ეკლესიათა მსოფლიო საბჭოთან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გასვლა] არ უკავშირდება შეურყვნელი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და გარდამოცემის დაცვას. იგი გახლავთ შედეგი იმ ეთნოფილეტიკური და პოლიტიკური პრო­ცესებისა, რომლებიც აზანზარებდნენ ქვეყანას კომუნიზმის დაცემის შემდეგ და უკავშირდება ოთხი წინამძღვრისა და ოცამდე ბერმონაზვნის „აჯანყებას", რომლებიც იმყოფებოდნენ რა რუსული საზღვარგარეთის ეკლესიისა და ბერძენი ძველმესტილეების „კვიპრიანეს სქიზმის" არაფორმალური „კანონიკური საფარქვეშ", პოლიტიკური წრე­ებისაგან წაქეზებულნი, ჩათრეულნი აღმოჩნდნენ გეგმებში, რომლებიც მიზნად ისახავ­დნენ ქვეყანაში პოლიტიკური არეულობის შექმნას, რასაც უნდა მოჰყოლოდა პატრიარქ ილია II-ს გადაყენება. არც ის გახლავთ შემთხვევითი, რომ პატრიარქის წერილი მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში გაგზავნილ იქნა საპატრიარქოში შეიარაღებული მეამბოხეების მივარ­დნიდან სულ რაღაც ორი დღის შემდგომ

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დიდი პროტოპრესვიტერი, გიორგი ცეცისი, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ზაფხულში დაგეგმილი დიდი და წმიდა კრების "ძირის გამოთხრის" მცდელობაში ადანაშაულებს. მამა გიორგი საეკლესიო ამბების სააგენტო „Amen.gr"-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების "ხისტი და სქოლასტიკური ქცევა გამაღიზიანებელი და ჩიხში შემყვანია". კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს დაგეგმილ დიდ და წმიდა კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის გზით, შესაბამისად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას (ისევე როგორც ყველა ეკლესია) აქვს ვეტოს უფლება, რისი მეშვეობითაც, პროტოპრესვიტერის განცხადებით, მას "მძევლად აჰყავს 13 ეკლესია და 300 მილიონ [მართლმადიდებელ] მორწმუნეზე მეტი"

კომენტარები