დიდი და წმიდა კრება 2016

კონსტანტინოპოლი: მითია, რომ მხოლოდ საქართველოს ეკლესიაა რწმენის დამცველი

დროა ბოლო მოეღოს მითს იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესიაა (ბულგარეთთან ერთად) მართლმადი­დებე­ლი სარწმუნოების ერთგული დამცველი და წარმოადგენს "მისაბაძ მაგალითს" დანარჩენ მართლმადიდებელ ეკლესიათათვის

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დიდი პროტოპრესვიტერი, გიორგი ცეცისი, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ზაფხულში დაგეგმილი დიდი და წმიდა კრების "ძირის გამოთხრის" მცდელობაში ადანაშაულებს. მამა გიორგი საეკლესიო ამბების სააგენტო „Amen.gr"-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების "ხისტი და სქოლასტიკური ქცევა გამაღიზიანებელი და ჩიხში შემყვანია". კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს დაგეგმილ დიდ და წმიდა კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის გზით, შესაბამისად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას (ისევე როგორც ყველა ეკლესია) აქვს ვეტოს უფლება, რისი მეშვეობითაც, პროტოპრესვიტერის განცხადებით, მას "მძევლად აჰყავს 13 ეკლესია და 300 მილიონ [მართლმადიდებელ] მორწმუნეზე მეტი"

კომენტარები