განმუხური

განმუხურის სანაპირო ზოლში 34 ათასი კვადრატული მეტრი ქართუ ჯგუფმა შეიძინა

ანაკლიის ბულვარი
georgia.travel

ანაკლიის მახლობლად, სოფელ განმუხურში სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორია ეკონომიკის სამინისტრომ 2.2 მილიონ ლარად გაასხვისა, მყიდველი ქართუ ჯგუფის ერთ-ერთი კომპანია "ბლექ სი რივიერაა." გასხვისებული მიწის ფართობი 34 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს, ქართუ ჯგუფის საინვესტიციო ვალდებულება კი ტერიტორიაზე სასტუმროს მოწყობაა, რომელზეც კომპანიამ 10 მილიონი უნდა დახარჯოს. განმუხურში ეჭვობენ, რომ ტერიტორიის გასხვისების შემდეგ ადგილობრივებს სანაპირო ზოლისა და ბულვარის მნიშვნელოვან მონაკვეთზე შესვლა აეკრძალებათ.

საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით, ქართუ ჯგუფმა განმუხურში 36 თვიან ვადაში 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი უნდა მოაწყოს, რომელსაც ღია და დახურული საცუარაო აუზები, ტენისის კორტი, ბულვარი და მინიმუმ 35 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი უნდა ჰქონდეს.

კომპანია "ბლექ სი რივიერა" ეკუთვნის პანამაში რეგისტრირებულ ქართუ ჯგუფის კიდევ ერთ კომპანია "ოლდ სითი დეველოპმენტს," რომელიც თბილისში პანორამა თბილისის $500 მილიონიანი პროექტის განხორციელებას გეგმავს და რომლის იურიდიულ მისამართსაც ჭავჭავაძის 39-ში მდებარე ქართუ ბანკის სათაო ოფისი წარმოადგენს. თავად "ოლდ სითი დეველოპმენტის" მფლობელი კი პანამური კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL S.A - არის, რომელიც ქართუ ჯგუფის კიდევ სხვა კომპანიას ეკუთვნის, თუმცა ეს კომპანია ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში შესული არაა. 

კომენტარები