ქორწინება

ქორწინების შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერის შეტანას მხარს 80 დეპუტატი უჭერს

თორნიკე ბარათაშვილი

საქართველოს პარლამეტის 80 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს ქორწინების შესახებ საკნონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩაბარდა. პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის ოცდამეთექვსმეტე მუხლის პირველი პუნქტი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება -"ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება".

ინიციატივას რესპუბლიკელების ფრაქციის გარდა, უმრავლესობის ყველა წევრი უერთდება, უმრავლესობასთან ერთად, მხარს ამ პროექტს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც, კერძოდ კი თავისუფალი დემოკრატებიც უჭერენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ფრაქცია მრეწველების თამჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ამბობს, რომ ქორწინების შესახებ ჩანაწერის მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ მასთან დაკავშირებით გამორიცხული არც რეფერენდუმის ჩატარებაა. საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი კი ამბობს, რომ ოფიციალური ინიცირების შემდეგ ამ ცვლილებების საჯარო განხილვა მოეწყობა.

საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ ქორწინებასთან დაკავშირებით პარლამენტში შემუშავებული ინიციატივა მოსახლეობის რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანისა და საზოგადოებაში ახალი არაფრისმომცემი ტალღის აგორების მცდელობაა. ისინი აღნიშნავენ, რომ ქორწინების საკითხს ქართული კანონმდებლობა ისედაც არეგულირებს.

იმისთვის, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდეს, სულ მცირე პარლამენტის დეპუტატთა სამი მეოთხედის მოპოვებაა საჭირო, რაც უმრავლესობას ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არ შეუგროვებია.

კომენტარები