ქორწინება

თავდემები ქორწინებაზე საკონსტიტუციო ინიციატივის თანაავტორები გახდნენ

თავისუფალი დემოკრატები ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ინიციატივის პროექტის თანაავტორები გახდნენ. მმართველი უმრავლესობის საკონსტიტუციო ინიციატივის პროექტს ხელი თავისუფალი დემოკრატების ოთხმა წევრმა - გიორგი ცაგარეიშვილმა, ზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ და დავით ონოფრიშვილმა მოაწერეს.

პროექტის მიხედვით, ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი.

ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის 76 დეპუტატის ხელმოწერის შეგროვებას გეგმავს. 

აქვე შეგახსენებთ, რომ თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მისი ფრაქცია პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს რუსული პროპაგანდის შესამცირებლად დაუჭერს. თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში აღნიშნა, რომ ქორწინებად ქალის და მამაკაცის კავშირის განსაზღვრა ევროპის მიმართ ნიჰილიზმს შეამცირებს. 

კომენტარები