სავალუტო რეზრევები

საქართველოს სავალუტო რეზერვები თებერვალში $21 მილიონით შემცირდა

Reuters

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის თებერვალში სავალუტო რეზერვები $21 მილიონით შემცირდა. დღეისთვის საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა $2.2 მილიარდს შეადგენს, 2013 წელს კი მისი მოცულობა $2.6 მილიარდს აღემატებოდა. რეზერვების შემცირება ლარის გაუფასურების დასაბალანსებლად გაყიდულმა რეზერვებმა გამოიწვია.

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 2013 წლიდან მცირდება, მიზეზი 2013 წელს დაწყებული სავალუტო რყევებია. სულ 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან დღემდე რეზერვები $556 მილიონითაა შემცირებული. 

  • 2010 წელი - $2 მილიარდი
  • 2011 წელი - $2.5 მილიარდი
  • 2012 წელი - $2.65 მილიარდი
  • 2013 წელი - $2.6 მილიარდი
  • 2014 წელი - $2.43 მილიარდი
  • 2015 წელი - $2.32 მილიარდი
  • 2016 წელი - $2.2 მილიარდი (თებერვალი)

სავალუტო რეზერვების არსებობა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურ ბანკში ინახებოდეს ქვეყნის მინიმუმ სამი თვის იმპორტის ეკვივალენტი მოცულობის თანხა, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის სავალუტო ფონდის, მოთხოვნასაც წარმოადგენს. ლარის გაუფასურების გამო იმპორტი შემცირდა, ამიტომაც დღეისთვის ის კრიტიკული მაჩვენებელი, რომლის ქვემოთაც სავალუტო რეზერვები არ უნდა ჩამოვიდეს, $1.7 მილიარდია. 

კომენტარები