ხმალაძე GAZPROM-ზე: რომელიც იქნება უკეთესი, იმ პირობას მიიღებს სახელმწიფო

[გაზპრომთან] მოლაპარაკებების მიზანია, უკეთესი პირობების მიღება. როდის დასრულდება ეს მოლაპარაკებები, ამის თქმა მე არ შემიძლია, თუმცა, ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ამიტომაც მიმდინარეობს ორივე მხარესთან [გაზპრომთან და სოკართან] მოლაპარაკებები, რომ გამოვიდეს უკეთესი პირობა. რომელიც იქნება უკეთესი, იმ პირობას მიიღებს სახელმწიფო. 

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე გაზპრომთან მოლაპარაკებებზე. ცნობისთვის, ორი დღის წინ კახა კალაძემ თქვა, რომ სოკართან მოლაპარაკება მიდის და "თუ წარმატებით დასრულდება", რუსეთისგან გაზის შესყიდვა საერთოდ აღარ დაგვჭირდება. ამასთან, ტაბულას ინფორმაციით, სოკარი საქართველოს კარგ პირობებს სთავაზობს.

კომენტარები