NATO - რუსეთი

მედვედევი: NATO-რუსეთის ურთიერთობა ე.წ. ცივი ომის სახეს იღებს

wikipedia.org

რუსეთის პრემიერმინისტრმს დმიტრი მედვედევმა Euronews-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ NATO-რუსეთის ურთიერთობა ე.წ. ცივი ომის სახეს იღებს.

"როდესაც მსოფლიოს დღის წესრიგში რაღაც საკითხი დგება, რომელშიც რუსეთიც მონაწილეობს, NATO მაშინვე ამბობს: მორჩა, თქვენთან ურთიერთობას ვწყვეტთ, ურთიერთობას ვაჩერებთ. ასე მოხდა საქართველოში განვითარებული მოვლენების დროს და ახლაც, უკრაინაში განვითარებული მოვლენების დროს. ჩვენ ვამბობთ - კარგი, ეს თქვენი საქმეა, შეწყვიტეთ. ჩვენ შეგვიძლია, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ NATO-რუსეთის ურთიერთობა ე.წ. ცივი ომის სახეს იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი ჩვენდამი არამეგობრულ განწყობას ინარჩუნებს, რუსეთს სურს ამერიკასა და ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები. ჩვენ მზად ვართ დასავლეთთან კავშირების გაუმჯობესებისთვის", - აღნიშნა მედვედევმა.

კომენტარები