აშშ-ის დაზვერვის სამსახური: ISIS-მა ქიმიური იარაღი გამოიყენა

AFP

ამერიკის დაზვერვის სამსახურის უფროსის ჯონ ბრენანის თქმით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ სირიასა და ერაყში ქიმიური იარაღი გამოიყენა. მისი თქმით, ტერორისტულ დაჯგუფებას ქიმიური იარაღის წარმოების შესაძლებლობაც აქვს.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რამდენიმე შემთხვევის შესახებ, როდესაც ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ბრძოლის ველზე ქიმიური იარაღი გამოიყენა. მათ შესაძლოა, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, დასავლურ ქვეყნებშიც სცადონ ქიმიური იარაღის ექსპორტირება, ამიტომ მნიშვნელოვანია იმ სატრანსპორტო ხაზებისა და კონტრაბანდის გზების პრევენცია, რომლებსაც ისინი იყენებენ", - აღნიშნა ბრენანმა.

კომენტარები