დაიცავი თავისუფლება

ვიტაუტას ლანდსბერგისი პლატფორმა "დაიცავი თავისუფლებას" მხარს უჭერს

ვიტაუტას ლანდსბერგისი
European Parliament

პლატფორმას "დაიცავი თავისუფლება", რომელიც საქართველოში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მუშაობს, მხარს უჭერს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ლიტვის სახელმწიფოს პირველი მეთაური, ვიტაუტას ლანდსბერგისი.

"თავისუფლება, რომელიც ტყვეობაში მყოფმა ერებმა მოიპოვეს ბოროტების იმპერიის დამარცხების შედეგად, კვლავ საფრთხის ქვეშაა. ვლადიმირ პუტინი შეუპოვრად ცდილობს ცივი ომის შედეგების შემოტრიალებას. 2008 წელს, როდესაც ის საქართველოში შეიჭრა, მსოფლიომ არ შეიმჩნია. ახლა პუტინი უზარმაზარ ინვესტიციას დებს თავის პროპაგანდის მანქანაში და სრულფასოვან, მრავალშრიან საინფორმაციო ომს აწარმოებს. ამ ვითარებაში, ძალისხმევა, რომელსაც "დაიცავი თავისუფლება“ ეწევა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამიტომაც ამ პროექტს მხარს ვუჭერ. ჩემს ქართველ მეგობრებს წარმატებას ვუსურვებ", - წერს ლანდსბერგისი.

 

კომენტარები