მედიაპლურალიზმი

კინწურაშვილი:მცდელობა, რომ იყოს ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკა აშკარად იკვეთება

ძნელი სათქმელია როგორი იქნება ეს [სარედაქციო] პოლიტიკა, შეიძლება დიდად არ შეიცვალოს, თუმცა მცდელობა იმისა, რომ იყოს რაღაც ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკა ხელისუფლების მხრივაც, აშკარად იკვეთება. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ესეთი მონოლითური გახდება მთელი მედია, როდესაც შენ გყავს უფრო მსხვილი მოთამაშე, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს. 

მედიის განვითარების ფონდის დირექტორი თამარ კინწურაშვილი ტელეკომპანია მაესტროსთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები