ტრანსპორტი

ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისში ბაზას გახსნის

WizzAir

უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air წელს ქუთაისის აეროპორტში ბაზას გახსნის. უნგრულ ავიაკომპანიასა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის ბაზირების ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია. Wizz Air მსოფლიოს მასშტაბით სულ 23 ბაზას ფლობს, ქუთაისის მუდმივი ბაზა კი 24-ე იქნება. 

უნგრული ავაიაკომპანია Wizz Air 2012 წლიდან ასრულებს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ხოლო ბაზირების შედეგად ქუთაისი გახდება რეგიონში პირველი აეროპორტი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ბაზირებით. 

ავიაკომპანია Wizz Air-ის ფლოტი მოიცავს ეარბას A320 და A321 ტიპის 65 საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია ამჟამად წარმოდგენილია 23 აეროპორტში და ასრულებს ფრენებს 400 მიმართულებით, რითაც აკავშირებს 38 ქვეყნის 188 აეროპორტს. 

2015 წელს ავიაკომპანია Wizz Air-მა გადაიყვანა 19,2 მილიონი მგზავრი. კომპანიის პერსონალი კი 2 600 კადრს მოიცავს. ამავე წელს ვიზეარი მიღწეული წარმატებისთვის მსოფლიოს ტრანსპორტის ჟურნალის მიერ მოწინავე ავიაკომპანიად აღიარეს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სახელმწიფო შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საკუთრებაშია. 

დავით აღმაშენებლბის სახელობის ქუთაისის აეროპორტი
ფოტო: facebook.com/AirportsGeorgia

კომენტარები