იურისტები რაღაც ეფემერული, ილუზორული, მოჩვენებითი არგუმენტებით არ უნდა საუბრობდნენ. ეს ცოტა უხერხულია. პრეზიდენტი გახლავთ სახელმწიფოს მეთაური, იგი არის კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტი, კონსტიტუციურ ორგანოთა ფუნქციონირების გარანტი. შესაბამისად, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული შეფასებები სახელმწფიოში არსებულ ნებისმიერ აქტუალურ და სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით ვერანაირად ვერ ჩაითვლება ზეწოლად. მაშინ იგივე საკანონმდებლო ნორმა შეგვიძლია ჩავთვალოთ ზეწოლად, იგივე საზოგადოებრივი აზრი შეიძლება ჩავთვალოთ ზეწოლად. სტრასბურგის გადაწყვეტილებები შეგვიძლია ჩავთვალოთ ზეწოლად. ამიტომ ამ თემაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ.
tbl.ge/k1u
დაკოპირდა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე მოსამართლეთა კორპუსის მიერ პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე.
ამავე თემაზე
- საია: ე.წ. კლანური მმართველობა კვლავ მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევაა
- ოქრიაშვილი: ვეტინგზე ასეთი წინააღმდეგობა სასამართლოს კორუმპირებულობის მტკიცებულებაა
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა
- მურუსიძე კეთილსინდისიერების ტესტზე: უნდათ გაყარონ მოსამართლეები – ხდება ჩემი დემონიზება
- ბოკერია სასამართლო კლანის სანქცირებაზე: უპრეცედენტო რამე მოხდა




