ბიძინა კუჭავას საქმე

პროკურატურა: ავტომანქანაში აღმოჩენილი იარაღი ბიძინა კუჭავას ეკუთვნის

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გუშინ ბიძინა კუჭავას კუთვნილ ავტომობილში აღმოჩენილი იარაღი კუჭავას სახელზეა რეგისტრირებული. გარდა ამისა, როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, მის სახელზე რეგისტრირებულია კიდევ ორი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ადგილმდებარეობაც არც გამოძებისთვის და არც ოჯახის წევრებითვის ამ დროისთვის ცნობილი არაა. რაც შეეხება კუჭავას ადვოკატის განცხადებას, რომ მანქანა ცაგარელის ქუჩაზე, ორი დღის განმავლობაში ღია მდგომარეობაში იყო, პროკურატურაში ამას არ ადასტურებენ.

"17 იანვარს, დღის საათებში ცაგარელის ქუჩაზე აღმოჩენილი იქნა კუჭავას ა/მანქანა. აღმოჩენისთანავე ადგილზე მივიდნენ გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები. შესაბამისი ოქმით დაფიქსირდა ავტომანქანის მდგომარეობა, მანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში, სპეციალური საშუალებით მოხდა მისი გაღება, დასურათდა და მოხდა მისი პირველადი დათვალიერება, რის შემდგაც გადაყვანილი იქნა სპეც. სადგომზე. გუშინ გამომოძებლების, ექსპერტების, კუჭავას ქვრივისა და ადვოკატის მონაწილეობით მანქანას მოეხსნა ლუქი და დათვალიერდა დეტალურად. აღებული იქნა მიკრონაწილაკები, სხვადასახვა ბიოლოგიური ნიმუშები, და სავარძლის ქვემოთ, თვალისგან ფარულ ადგილას, ჩიხოლის ქვეშ ნანახი იქნა ბიძინა კუჭავას სახელზე რეგისტრირებული მაკაროვის მარკის იარაღი. ამოღებული ნივთები ცალკე დაილუქა და გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. ხოლო მანქანა კუჭავას ქვრივისა და ადვოკატის თანდასწრებით დაილუქა და დგას სპეც. სადგომზე. მანქანაში აღმოჩენილი იარაღი შენახვის უფლებით რეგისტრირებულია ბიძინა კუჭავას სახელზე, ასევე მას ეკუთვნის ის იარაღი რომლითაც მან თავი მოიკლა. გარდა ამისა ბიძინა კუჭავას სახელზე რეგისტრირებულია კიდევ ორი ცეცხლსასროლი იარაღი რომლის ადგილმდებარეობაც არც გამოძებისთვის და არც ოჯახისწევრებითვის ამ დროისთვის ცნობილი არაა" - განუცხადეს ტაბულას პროკურატურაში.

პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულ მამუკა კუჭავას კუთვნილ ავტომანქანაში სამართალდამცავებმა მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს. ჩხრეკა გუშინ, 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და კუჭავას მეუღლე და ოჯახის ადვოკატიც ესწრებოდნენ.

ადვოკატ ნათია კორკოტაძის განცხადებით, მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით მანქანის უკანა სავარძლის ქვეშ იპოვეს. ადვოკატს კითხვები აქვს გამოძიებასთან, რადგან, მისი თქმით, ავტომობილი ღია მდგომარეობაში ორი დღის მანძილზე იდგა ცაგარელის ქუჩაზე, მოხდა წინასწარი დათვალიერებაც და მაშინ იარაღი ვერ აღმოაჩინეს.

პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულად შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხმის დამფუძნებელი ბიძინა კუჭავა გამოაცხადა. შსს-ს ვერსიით, კუჭავამ, მას შემდეგ, რაც პოლიცია დაედევნა, თავი მოიკლა. გამოძიების ინფორმაციით, ბინა, რომელშიც ქირიას ცხედარი იპოვეს, ბიძინა კუჭავამ დაიქირავა. ქირიას ცხედარს კი დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა.

კომენტარები