პოლიტიკური პატიმრები

ბესელია: იმედია, აგრამუნტი ახლა მაინც დაივიწყებს პირად პოლიტიკურ მეგობრებს

ბატონ აგრამუნტს ჩვენ ვიცნობთ იმ ცნობილი რეზოლუციის ავტორის სახით, რომელიც იყო ძალიან უსამართლო. იმედია, ბატონი აგრამუნტი ახლა, როგორც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, დროებით მაინც დაივიწყებს თავის პირად პოლიტიკურ მეგობრებს, პოლიტიკურ სიმპატიებს და შეძლებს, რომ თავის საჯარო განცხადებებში დაბალანსებულად და ევროსაბჭოს საპარლაენტო ასამბლეის პრინციპების დაცვით მოახდინოს რეაგირება... ბუნებრივია, დამაკნინებელია, როდესაც საუბარია ისეთ ცნობილ პოლიტიკურ პატიმარზე, როგორიც არის სავჩენკო, მასთან ერთად იყოს ნახსენები უკვე მსჯავრდებული და სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ბატონი უგულავა, ამიტომ ეს განპირობებულია პოლიტიკური სიმპატიებით ბატონი აგრამუნტის მხრიდან, ნაციონალური მოძრაობის მიმართ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეული პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მისი პრიორიტეტი გიგი უგულავას, ნადია სავჩენკოს და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება იქნება.

კომენტარები