ლარის აუფასურება

ლარმა გაუფასურების მორიგი რეკორდი დაამყარა - ერთი დოლარი 2.49 ლარი ღირს

კოლაჟი / ტაბულა

25 იანვარს ლარის არსებობის ისტორიაში გაუფასურების ახალი მინიმუმი დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარი 2.49 ლარი ღირს, რაც წინა რეკორდულ მაჩვენებელს 2 თეთრით აღემატება.

ლარი დღესვე ევროს მიმართაც გაუფასურდა, ახალი ოფიციალური კურსით, ერთი ევრო 2.6974 ლარი ღირს. ლარის გაუფასურება რეგიონში გაუარესებულ ეკონომიკურ ვითარებას უკავშირდება.

სავალუტო აუქციონზე კი დოლარის კიდევ უფრო მაღალი ფასი დაფიქსირდა. Bloomberg-ის აუქციონზე ერთი დოლარის ღირებულებამ 2.5 ლარს გადაჭარბა.

კომენტარები