მიწისძვრა ალასკაში

ალასკაში 7.1 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

AP

ალასკაში 7.1 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ეპიცენტრი ქალაქ ანკორიჯში, 80 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მიწისძვრა 30 წამის მანძილზე გაგრძელდა.

მიწისძვრის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში კიდევ ორი, უფრო ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

კომენტარები