პაპასქირი გაზპრომზე: გაუგებარია, რატომ უნდა წახვიდე შენთვის წამგებიან პოზიციაზე

შეიძლება, აზერბაიჯანს ნამდვილად ჰქონდეს პრობლემები გაზთან დაკავშირებით, მაგრამ, ხვალინდელ დღესაც ხომ უნდა შეხედო - დღეს შეიძლება აქვს, მაგრამ 2 წლის შემდეგ ხომ გარანტირებულად არ ექნება, როდესაც შაჰ-დენიზი 2 მთლიანად ჩაერთვება. როდესაც შენ ძალიან კარგად იცი, რომ თხუთმეტმა ევროპულმა სახელმწიფომ მოილაპარაკეს ერთიანი სისტემის შექმნაზე, რომელიც გაზპრომის გავლენისგან გამოსვლას ნიშნავს და აზერბაიჯანისგან დამატებითი გაზის ყიდვაზე საუბრობენ, ამის შემდეგ საუბარი ზედმეტია - რატომ უნდა წახვიდე შენთვის წამგებიან პოზიციაზე რუსეთთან. რაღაც დივიდენდი ხომ უნდა გქონდეს, რაღაც მოგება ხომ უნდა გქონდეს, ან რაიმე გარანტია ხომ უნდა გქონდეს.

ისტორიკოსი თემურ პაპასქირი გაზპრომთან მოლაპარაკებებზე, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები