ალან რიკმანი

69 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი ალან რიკმანი გარდაიცვალა

REUTERS

69 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი ალან რიკმანი გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, რიკმანს ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა.

ალან რიკმანი მსოფლიო მაყურებლისთვის ცნობილი პოტერიანაში სევერუს სნეიპის როლით გახდა. რიკმანი ოქროს გლობუსის, ბაფტასა და ემის მფლობელი იყო. 

კომენტარები