რეკლამა

Gem Fest-ის ორგანიზებით, 8 იანვარს dOP live გაიმართება

GemFest

13 ნოემბერს, GEM fest-ის ორგანიზებით კლუბ "ანდერვილში" დაუკრა ცნობილმა გერმანელმა დიჯეიმ Dixon-მა, რომელიც Resident Advisor-ის მკითხველის შეფასებით, კიდევ ერთხელ დასახელდა საუკეთესოდ. ივენთზე Dixon-თან ერთად დაუკრა უკრაინელმა დიჯეიმ Smailov-მა, ასევე Gio Shengelia და Autumn Tree, ხოლო განათებაზე იზრუნა Panorama Bar-ის გამნათებელმა Robert Grunwald-მა. Gem Fest-ის შემდეგი ივენთი, dOP live (Circus Company, FR) 8 იანვარს Elektrowerk-ში გაიმართება.

GEM Fest-ის შექმნისას, მის საორგანიზაციო გუნდს უნდოდა, მასში რაც შეიძლება მეტი შინაარსი და პოტენციური შესაძლებლობები ჩაედო, ამიტომაც გრძელ და მარტივ სახელწოდებაში - Georgian Electronic Music Festival იმალება "gem" - ძვირფასი ქვა, რომელიც გამოერია მთის შეუმჩნეველ ქანში და, როგორც ჩვენს შემთხვევაში, გაარღვია ის და მთელი სიკაშკაშით დაგვანახა უძვირფასესი ბირთვი. სწორედ მისი წარმოჩენა წარმოადგენს ამ პროექტის პროექტის საკვანძო არსს.

GEM Fest-ი ჩაფიქრებულია როგორც მულტიფორმატული, ინტერნაციონალური ფესტივალი, რომელიც მოიცავს ყოველივე იმას, რაც ყველაზე მეტად ბრწყინვალე, გამორჩეული და ღირებულია დღევანდელ ახალგაზრდულ კულტურაში, საცეკვაო მუსიკასა თუ სცენურ ტექნოლოგიებში.

GEM fest 2015 პირველად წელს 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა ანაკლიის საკურორტო ზონაში და მან 15 000 ადამიანს უმასპინძლა. CNN-მა პროექტს 7-წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა, ხოლო KISS FM-მა წლის საუკეთესო ფესტივალის სტატუსი მიანიჭა. GEM fest 2016 კი 11-14 აგვისტოს ფარგლებში გაიმართება.




 

კომენტარები