თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა

ქადაგიძე: 10 მიზეზი თუ რატომ არის თურქეთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი

ტაბულა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის შეფასებით, ანტითურქული პროპაგანდის საპირისპიროდ მოსახლეობას უნდა ახსოვდეს, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორია. 

"როდესაც სამარცხვინო ანტითურქულ პროპაგანდას გადავაწყდებით გვახსოვდეს:

 

  1. თურქეთი არის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი (2 მილიარდ დოლარზე მეტი, 2014 წელს)
  2. თურქეთის წილი ტურიზმში არის 25% ზე მეტი (1,5 მილიონი ვიზიტორი)
  3. თურქეთი არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტორი, განსაკუთრებით ენერგეტიკაში.
  4. თურქეთი არის ჩვენი სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნის პოტენციალის გამოყენების მთავარი შემადგენელი ნაწილი.
  5. თურქეთიდან გზავნილების ზრდის ტემპი არის ერთერთი ყველაზე მაღალი.
  6. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პოლიტიკური მოკავშირე.
  7. თურქეთი არის ერთადერთი ჩვენი მოსაზღვრე ნატოს წევრი ქვეყანა.
  8. თურქეთი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის უპირობო მხარდამჭერი
  9. თურქეთში უფრო მეტი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს ვიდრე სადმე სხვაგან, მათ შორის საქართველოში
  10. თურქეთთან გვაქვს გამარტივებული უვიზო მიმოსვლა." - წერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

ანტითურქული პროპაგანდის შესახებ კომენტარი საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმაც გააკეთა. გუმრუქჩუ ამბობს, რომ მისთვის გაურკვეველია მაგალითად საიდან მოდის ისეთი ხმები თითქოს თურქეთი აჭარის შეერთებას გეგმავს.

კომენტარები