ISIS - რუსეთი

ISIS-მა "რუსი ჯაშუშის" სიკვდილით დასჯის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

ISIS

გუშინ, ISIS-მა ახალი ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ტერორისტი "რუს ჯაშუშს" თავს კვეთს.

ჩანაწერში ნათქვამია, რომ ეს ადამიანი ISIS-ის წევრი იყო, თუმცა, სინამდვილეში რუსეთის ჯაშუში აღმოჩნდა. ამას გარდა, ჩანაწერში ტერორისტული დაჯგუფება კიდევ ერთხელ ემუქრება რუსეთს და პირადად ვლადიმერ პუტინს.

ჩანაწერში ტერორისტი ამბობს : "რუსულმა საჰაერო თავდასხმებმა დაგვარწმუნეს, რომ ჩვენ სწორად ვიქცევით."

შემდეგ ტერორისტი რუს ხალხს მიმართავს : "თქვენ ვერ იქნებით მშვიდად საკუთარ სახლებში. თითოეული აქ დაღუპული ადამიანის გამო საფასურის გადახდა მოგიწევთ. ჩვენ მოვკლავთ თქვენს შვილებს. საფასურის გადახდა მოგიწევთ თითოეული აქ დანგრეული სახლებისთვის. ჩვენ დავანგრევთ თქვენ სახლებს."

ჩანაწერთან დაკავშირებით, ოფიციალურ მოსკოვს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები