ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გიორგი ბადაშვილი უხელმძღვანელებს

გიორგი ბადაშვილი
mof.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დღეიდან ყოფილი პროკურორი, გიორგი ბადაშვილი უხელმძღვანელებს. ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ახალი უფროსი დღეს წარადგინა.

გიორგი ბადაშვილი 2006-2013 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2013 წლის მაისიდან - ნოემბრამდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ხოლო 2014-2015 წლებში იკავებდა საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტს.

უწყების ყოფილი უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

კომენტარები