გიორგაძე: აუდიტის სამსახურს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს

facebook.com/culturegovge

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აუდიტის სამსახურის ინფორმაციას უარყოფს. მინისტრი თვლის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებში სახელფასო დანამატები 45 მილიონი ლარით არის გაზრდილი. სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის კულტურის სამინისტროზე, სადაც საუბარია დანამატების 1500%-ით ზრდაზე.

"ჩემი ღრმა რწმენით, საქმე გვაქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან. რადგან, აბსოლუტურად არაადეკვატური ანალიზი იყო გაკეთებული და სიტუაციას წარმოაჩენდა იმგვარად, თითქოს შრომის ანაზღაურება გაიზარდა 1500 ლარით, ანუ მე დღეს, თუ ეს მართალია, 50 ათასზე მეტი ხელფასი უნდა მქონდეს. მე ბატონი ლაშას ადგილას, იმ თანამშრომლებს, ვინც ასეთ ანგარიშს მომაწვდიდა, მინიმუმ გავათავისუფლებდი სამსახურიდან. ამასთან დაკავშირებით, მე სისხლის სამართლის საქმეს ვერ აღვძრავ. მაგრამ, ვფიქრობ, სახელმწიფო უწყების მხრიდან სირცხვილია ასეთი არაადეკვატური განცხადების გაკეთება", - თქვა გიორგაძემ.

კომენტარები