ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

EPFOUND: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა შემცირდა

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებისა და ცოდნის 2015 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშს ფონდი საზოგადოებას ნოემბრის ბოლოს წარუდგენს, იქამდე კი, გამოკითხვის პირველად მონაცემებს აქვეყნებს.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის გამოკითხვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 2011 წლის შემდეგ თითქმის 20%-ით შემცირდა.

კითხვაზე, "ხვალ რომ ტარდებოდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში შესვლის შესახებ, დაუჭერდით თუ არა მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას" - 2015 წელს გამოკითხულთა 61% პასუხობს, რომ "კი", ხოლო 11% - არა. 2013 წელს კითხვაზე დადებითად კვლევაში მონაწილეთა 78% პასუხობდა, ხოლო 2011 წელს - 80%.

კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოში ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა. გამოკითხვა სი-არ-არ-სი საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები