ირანული გაზი

ივანიშვილი: დიდი ალბათობით, საქართველოში ირანული გაზი შემოვა

მე ვმონაწილეობ ვთქვათ, ეკონომიკურ საკითხებში. იქ [ირანში] ვინ ჩავა და როგორ ჩავა, არ ვიცი. მე არ ვაპირებ წასვლას, ყოველ შემთხვევაში არავის არ შემოუთავაზებია, მე კონკრეტულ ეკონომიკურ პროექტებში ვმონაწილობ და, რა თქმა უნდა, ირანული გაზი იქნება ძალიან საინტერესო, ძალიან საინტერესო იქნება თუ ირანული გაზიც შემოვა საქართველოში და მე მგონი, დიდი ალბათობით შემოვა... სხვა სტატუსი არ გამაჩნია, მე როგორც ბიზნესმენი, მოქალაქე, თანაც თანაინვესტირების ფონდის დამფუძნებელი ვარ. იქ ბევრი თემებია, მე არ მინდა, ტელევიზიით ვისაუბრო დღეს, სანამ მთავრობას არ გამოუტანია და თვითონ არ გამოსულა, პროექტებზე მე არ მოვისურვებდი საუბარს.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ირანულ გაზზე.

კომენტარები