სუს-ში დღეს არც გიგა ბოკერია გამოცხადდება

ტაბულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს არც ენმ-ის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია გამოცხადდება. ის 315 მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.

"ზედაცინვა მოიგონეს, ხმის ტესტირება უნდა ჩაგიტაროთო. მაშინ, როცა ქვეყნის წინაშე უმძიმესი გამოწვევები დგას; მაშინ, როცა ჩვენ უნდა გვქონდეს დისკუსია, როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა - გვაქვს კონკრეტული ინიციატივები; დგას ფუნდამენტური საკითხი რუსთავი 2-ის და კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლის, ივანიშვილის სტრუქტურები გვთავაზობს ამ დამცინავ მასკარადში მონაწილეობას. ნებაყოფლობით ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ", - თქვა ბოკერიამ.

ცნობისთვის, სუს-ში ენმ-ის წევრი ნუგზარ წიკლაურიც დაიბარეს. თუმცა, ის მისვლას არ გეგმავს.

კომენტარები