რეკლამა

აქ ყველა ფერია! - "ლილომოლის" წარმატების საიდუმლო

ლილომოლი

ლარის კურსის დევალვაციამ მნიშვნელოვანი ბიზნესრყევები გამოიწვია, ხოლო დოლარით აღებულმა საბანკო ვალდებულებებმა ეს სფერო უფრო დაუცველი გახადა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე ბიზნესმენები მაქსიმალურად ცდილობენ, ყველაფერი ეს მომხმარებელს მძიმე ტვირთად არ დააწვეს მხრებზე: ამის ნათელი მაგალითია ლილომოლი..

კომპანია 1991 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, თამამად შეიძლება, ითქვას, ლიდერის პოზიციებს არ თმობს მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში უამრავი ბრენდმოლია და, შესაბამისად, გარემოც მეტად კონკურენტუნარიანია.

ლილომოლი იყო პირველი კომერციული ცენტრი საქართველოში, რომელმაც სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად მთავრობის ოფიციალური ნებართვა მიიღო.

წლების განმავლობაში „ლილომოლი" ამარაგებს არა მხოლოდ მთელ საქართველოს, არამედ კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებსაც. დღესდღეობით „ლილომოლი" მოიცავს 35 ჰექტარ ტერიტორიას, მასზე განლაგებული 6000-ზე სავაჭრო ობიექტით. 'ლილო ამიერ და სამხრეთ კავკასიის ბიზნესების ერთგვარი კვანძი აღმოჩნდა, საიდანაც ნაწილდებოდა საქონელი. აქ ხვდებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა ერის წარმომადგენლები. ყარაბაღის კონფლიქტის დროს აზერბაიჯანელები და სომხები თანამშრომლობდნენ და, თამამად შემიძლია თქმა, რომ აქ ნაციონალურ ნიადაგზე უთანხმოება არასოდეს მომხდარა,-აცხადებს კომპანიის პრეზიდენტი ლევან გაგუა. იგი დასძენს, რომ "ლილომოლი" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ცენტრია მთელ კავკასიაში და მნიშვნელოვნად განსხვავდება თავისი კონკურენტებისგან. მისი სლოგანიც - "აქ ყველა ფერია!" რეალურად ასახავს სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი პროდუქციის მრავალფეროვნებას.

თუმცა, მხოლოდ პროდუქციის მრავალფეროვნება არ გახლავთ "ლილომოლის" წარმატების საიდუმლო - პროდუქციის ფართო არჩევანს ხელმისაწვდომი ფასები, საცალო და საბითუმო ვაჭრობის შეუზღუდავი შესაძლებლობაც ემატება და ყველაფერი ეს იმ კონკურენტულ უპირატესობას ქმნის, რომელიც კომერციული ცენტრის წარმატებას განაპირობებს.

"ლილომოლი" ყოველთვის გამოირჩეოდა დაბალი ფასებით... მთავარია, არსებობდეს თავისუფალი ეკონომიკური დამოკიდებულება: სადაც სერვისი უკეთესია, უსაფრთხოება დაცულია, მეტი სავაჭრო არჩევანია, მყიდველის კონცენტრირება იქ ხდება. სწორედ ესაა ჩვენი უპირატესობა", _ აცხადებს ლევან გაგუა და, შეუძლებელიცაა, არ დაეთანხმო.


ფოტო: ლილომოლი

"ლილომოლი", როგორც საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრი, უკვე 2 ათწლეულის განმავლობაში ინარჩუნებს ბაზრის ლიდერის პოზიციას კავკასიის რეგიონში. კონკურენცია კი, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ნამდვილად არ აშინებთ: „რაც მეტი ბრენდმოლი გაიხსნება, მით უკეთესი: მთავარია, მყიდველს ჰქონდეს საშუალება. რეალურად, ჩვენ, დეველოპერული თვალსაზრისით, არენდით გავცემთ სავაჭრო ობიექტებს, თავად არ ვმონაწილეობთ სავაჭრო ოპერაციებში და არ ვქმნით კონკურენციას ჩვენი მომხმარებლისთვის. ხელს ვუწყობთ ჩვენს მეიჯარეებს და, ვფიქრობ, ისინი ძალიან ჭკვიანები და ძლიერები არიან, რაც განაპირობებს ,,ლილომოლის" პრიორიტეტულ პოზიციებს... მეიჯარეებს შორის, ცხადია, კონკურენცია არსებობს, ამიტომ უნდა ვეცადოთ, მათ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. სწორედ ამ საზოგადოებაზე უნდა იზრუნოს როგორც ბიზნესმა, ისე სახელმწიფომ, რადგან ისინი არიან ბიუჯეტში თანხის შემომტანები, გადამხდელები და მათ ხელშეწყობა სჭირდებათ". ეს ლიტონი სიტყვები არ გეგონოთ, კომპანიის წარმატების ერთ-ერთ პირობად მისი მესვეურები მმართველი გუნდისა და დასაქმებული ხალხის ურთიერთპატივისცემას ასახელებენ.

მიუხედავად იმისა, რომ 'ლილომოლი~ მოწინავე პოზიციებს, წლებია, არ თმობს, მმართველ გუნდს არასოდეს ავიწყდება, რომ ქველმოქმედების გარეშე წარმატებას არც აზრი აქვს და არც ფასი. ამ თემაზე აშკარად საუბარს ერიდებიან, თუმცა, ფაქტია: „ყოველდღიურად შემოსულ წერილებს კომისია განიხილავს და მთხოვნელებს სრულად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს იმის მიხედვით, რამდენად რელევანტურია კომპანიის რეაგირება ამა თუ იმ განმცხადებლის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. რიგგარეშე კომისია იკრიბება მაშინ, როცა სტიქიური უბედურების, შეიარაღებული კონფლიქტისა თუ სხვა მოულოდნელი მოვლენების შედეგად ქვეყანაში ჩნდება ადამიანთა ჯგუფები, რომელთაც დაუყოვნებელი დახმარება ესაჭიროებათ. ქველმოქმედება ხორციელდება ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის, ბიზნესასოციაციის, თბილისის მერიისა და საქველმოქმედო ფონდ „იავნანას" შუამავლობით. „ლილო მოლი" აქტიურად მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე ეკლესია-მონასტრების მშენებლობის პროცესში. სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს მიღმა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დახმარების გარდა, კომპანიის საქველმოქმედო საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს განათლების სფეროსაც. დაფინანსდა ცალკეულ ავტორთა წიგნების გამოცემა და სხვადასხვა თარგმანები", _ აცხადებენ კომპანიაში, კონკრეტული ფაქტების დასახელებისგან კი თავს იკავებენ - სიკეთის ქმნას PR არ სჭირდებაო.

სამაგიეროდ, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ 2015 წლის 21 მაისს კომპანია "ლილომოლმა" ქალაქ თბილისის მერთან ერთად ახალი საბაჟო-სასაწყობო ტერმინალი გახსნა, და ეს არცთუ უმნიშვნელო ამბავია _ ტერმინალი აკმაყოფილებს ტვირთის მიღების, განბაჟების, დასაწყობებისა და თანამდევი პროცედურების მომსახურების თანამედროვე სტანდარტს. განაშენიანების მთლიანი ფართი 24 000 კვ.მ-ია, აქედან სასაწყობე ფართი _ 4500 კვ.მ, მომსახურების სერვისცენტრი კი _ 1 800 კვ.მ. ტერმინალის მომსახურებით ისარგებლებენ, უშუალოდ, სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეები. ამას გარდა, სხვა იმპორტიორ მეწარმეებსაც კომფორტულ გარემოში მოუწევთ საქმიანობა, ტვირთბრუნვის ოპერირებას კი "საქართველოს ფოსტა" განახორციელებს.

ეს კიდევ ერთი პირობაა "ლილომოლის" წარმატებისა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ წლის განმავლობაში კომპანიის ვიზიტორთა რიცხვი, დაახლოებით, 3 მილიონი ადამიანია, უნდა ვიგულისხმოთ, რომ საქართველოს ერთი მოქალაქე წელიწადში ერთხელ მაინც სტუმრობს „ლილომოლს": ეს ბრენდმოლი საუკეთესო მაგალითია იმისა, როგორ უნდა გაუძღვე წარმატებულ ბიზნესს.

კომენტარები