მთავარი პროკურორის თანამდებობა

მთავარი პროკურორის პოსტზე კახა კახიშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მთვარი პროკურორის პოსტზე თავისი კანდიდატურა მოხსნა. კახიშვილის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების კუთხით არსებული გამოწვევებიდან გამომდინარეობს. 

"2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ამ პროცესში სასჯელაღსრულების სამინისტროში გატარდა უამრავი ცვლილება, დაინერგა სიახლეები და სამომავლოდ დაგეგმილია მრავალი ღონისძიება, რომელთა ძირითადი მიზანი მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვაზე, მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე, დანაშაულის პრევენციაზე და მსჯავრდებულთა საზოგადოებაში სრულფასოვან წევრებად დაბრუნებაზე იქნება ორიენტირებული. სასჯელაღსრულების სამინისტრო ახლა თავისი საქმიანობის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იმყოფება. სამინისტროს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა და ჯერ კიდევ დარჩენილი პრობლემების გადაჭრის პროცესი აუცილებლად ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი, რაც ჩემს პირად პასუხისმგებლობად მიმაჩნია. ამიტომაც გადავწყვიტე, უარი ვთქვა მთავარი პროკურორობის კანდიდატობაზე და მოვხსნა საკუთარი კანდიდატურა.," - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები