საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
პრეზიდენტის ბრიფინგი 15:00 საათზეა დაგეგმილი.
მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიას ფარული სატელეფონო ჩანაწერები გუშინ უკრაინულ საიტზე გავრცელდა. ამასთან დაკავშირებით, დღეს, 13:00-ზე, სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დაკითხვაზე დაიბარა გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია.
გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით აგრძელებს. გამოძიება სუს-მა რუსულ სერვერებზე ატვირთული უკრაინული ბლოგის საფუძველზე 24 ოქტომბერს დაიწყო. სსკ-ის 315-ე მუხლი ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.





