სასულიერო პანსიონი

ოდიშარია: არ მგონია, რომ ბავშვს მეტანიამ ზიანი მიაყენოს თუ ის ლოცვის ნაწილია

არა მგონია, რომ ბავშვს მეტანიამ ზიანი მიაყენოს, თუ ის ლოცვის ნაწილია. მშობლები, რომლებმაც ეს ბავშვები პანსიონებს თავისი ნებით მიაბარეს, დარწმუნებული ვარ, შვილების სულებზე ზრუნავდნენ.  თუმცა საკითხი ასეთი მარტივიც არაა. ჩვენც უნდა გავარკვიოთ, ეს მეტანია რეალურად რას ემსახურება. მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ვიმუშავებთ. ეს იქნება ძალიან რთული პროცესი. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა მხარს დაგვიჭერს, რომ ბავშვები ოჯახთან მიახლოებულ პირობებში გვყავდეს.

ისაუბრა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნუცი ოდიშარიამ სასულიერო სკოლა-პანსიონებში ბავშვთა მდგომარეობის შესახებ ლიბერალთან ინტერვიუში.

კომენტარები